მთავარიბლოგი"კარიერულ გზაზე ჩემი პირველი სწორი ნაბიჯი, სმარტ აკადემიასთან ერთად გადავდგი"

"კარიერულ გზაზე ჩემი პირველი სწორი ნაბიჯი, სმარტ აკადემიასთან ერთად გადავდგი"

 

თანამედროვე პროფესიებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფერო გრაფიკული დიზაინია, რომელიც ამ სპეციალობის მქონე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევთ, რომ დასაქმდნენ ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე და იყვნენ მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები.

სმარტ აკადემიის კურსები, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეუძლია, რომ ნულიდან დაიწყოს სწავლა და გახდეს ამ საქმის სპეციალისტი.

გაგიზიარებთ გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, ირაკლი ქოსაშვილის ისტორიას, შთაბეჭდილებებსა და ნამუშევრებს, რომელიც ახლა ტიპოგრაფიის მიმართულებით ვითარდება.

ირაკლის მიზანი იყო, რომ კურსის დახმარებით, განემტკიცებინა თავისი ცოდნა და კიდევ უფრო განვითარებულიყო ამ სფეროში, ხოლო მიზნის მისაღწევად, ძალისხმევა და მონდომება არ დაუზოგავს, რამაც  საბოლოოდ შესანიშნავ შედეგამდე მიიყვანა. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლექტორები მაქსიმალურად აქტიურად არიან ჩართულნი სწავლების პროცესში და სტუდენტები ყოველთვის იღებენ მათგან საჭირო „ფიდბექებს“ .

„ლექტორის დამსახურებით, უამრავი საინტერესო რამ აღმოვაჩინე, ხოლო კურსმა თავდაჯერებულობა შემმატა. ჩემში ძალიან დიდ ინტერესს აღძრავდა ბრენდინგი და ფონტები, ხოლო კურსის მენტორმა, ჩემს ამ კუთხით განვითარებაში დიდი როლი ითამაშა“- აღნიშნავს ირაკლი.

ირაკლიმ წარმატებით დაასრულა სალექციო კურსი, ხოლო შემდეგ კი ჩაერთო პრაქტიკებში, რომლებიც წარმატებული სტუდენტებისთვის (რომლებიც 90+ ქულას აგროვებენ) აქვს გათვალისწინებული სმარტ აკადემიას, ხოლო დღესდღეობით, წარმატებით აგრძელებს საქმიანობას თავისი სპეციალობით სარეკლამო სააგენტო “ბურთულაში”. 

“ყოველთვის მაკვირვებდა ირაკლის ნამუშევრები, მისი შესრულების დონე, კრეატიულობა. პრაქტიკების პერიოდში, გვქონდა საინტერესო და სახალისო დავალებები და იყო აქტიური და ცოცხალი პროცესი… ირაკლისთან მუშაობისას, მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ახლა კი არ ისწავლა ეს ყველაფერი, არამედ წლებია ამ საქმეს აკეთებს” - გვიყვება გრაფიკული დიზაინის პრაქტიკების მენტორი, ნიკა მოლოდინაშვილი

სალექციო პროცესში შესრულებული დავალებები და შემდეგ უკვე პრაქტიკების ეტაპი, უზრუნველყოფს რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას და იმას, რომ კურსდამთავრებული უკვე საკუთარ თავში დარწმუნებულნი არიან და თამამად წარუდგენენ საკუთარ თავს დამსაქმებელს, როგორც სფეროს სპეციალისტს.

“სმარტ აკადემია არის ძალიან კარგი საშუალება, იპოვო საკუთარი თავი, მიიღო ცოდნა და შეუდგე თვითგანვითარებას. მოკლედ რომ ვთქვა, კარიერულ გზაზე ჩემი პირველი სწორი ნაბიჯი, სმარტ აკადემიასთან ერთად გადავდგი”- აღნიშნავს ირაკლი. 

დაათვალიერე ირაკლის პორტფოლიო.

თუ შენც ოცნებობ, რომ შენი იდეები რეალურად განახორციელო და ამ სფეროში ხედავ საკუთარ თავს, მოასწარი  გრაფიკული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია .

სხვა სტატიები >>